რეკომენდაცია ხის სარემონტო მასალაზე

 

რეკომენდაცია ხის სარემონტო მასალაზე

ტერასისა და „პალუბის“ იატაკი ლარიქსის გარე მოხმარებისთვის:

-ღია ცის ქვეშ არადაცულ ატმოსფერული ცვლილებებისა და მზის მიმართ აუცილებელია სისქე იყოს 27-30 მმ და სიგანე არაუმეტეს 145 მმ. გადახურულის ქვეშ აუცილებელია სისქე იყოს 27-30 მმ და სიგანე არაუმეტეს 155 მმ. შენობაში სადაც არ ხდება მისი განიავება აუცილებელია სისქე იყოს 27-45 მმ და სიგანე არაუმეტეს 140 მმ.

რეკომენდაცია ლარიქსის (ლისტვენნიცა) ტერასისა და „პალუბნი“ იატაკის მონტაჟზე

ძელები (კოჭი) რომელზეც უნდა დაიგოს იატაკის ფიცარი, უმჯობესია იყოს  ლარიქსის (ლისტვენნიცა). ძელების (კოჭები) დაშორება იატაკის ფიცრის სისქის მიხედვით: სისქე 27 მმ – დაშორება 30-60 სმ; სისქე 30 მმ – დაშორება 50-70 სმ; სისქე 35 მმ – დაშორება 60-80 სმ ; სისქე 40 მმ – დაშორება 70-90 სმ; სისქე 45 მმ – დაშორება 80-120 სმ

მონტაჟი

ჩვეულებრივი თვითმჭრელი  – სამაგრები საჭიროა დაუყენდეს 2 ცალი თითო ძელზე (კოჭზე) იატაკის ფიცრის კიდეებიდან 15-25 მმ-ს დაშორებით. აუცილებელია ჯერ გაიხვრიტოს და შემდეგ დაეჭიროს თვითმჭრელი. თვითმჭრელის სიგრძე უნდა იყოს მინიმუმ  2 -ჯერ მეტი რაც არის იატაკის ფიცრის სისქე.

სპეციალური თვითმჭრელი – სამაგრები საჭიროა დაუყენდეს 2 ცალი თითო ძელზე (კოჭზე) იატაკის ფიცრის კიდეებიდან 20-30 მმ-ს დაშორებით.

სპეციალური დამალული სამაგრის და  თვითმჭრელის –  შემთხვევაში უნდა იხემძღვანელოთ შესაბამისი ინსტრუქციით.

სეზონური ტემპერატურისა და ტენიანობის  ცვალობადობისას დასაშვებია  ხის სარემონტო მასალამ განიცადოს სიგანის ცვლილება 3-6 მმ-ით. ღია ცის ქვეშ გამოყენებისას დროთაგანმავლობაში შესაძლოა შეიცვალოს ფერი და გაუჩნდეს პატარა  ბზარები.

კედლის პანელები იატაკის ფიცარი და ყველა დანარჩენი მასალა რომელიც გამოიყენება შენობაში (დახურულ სივრცეში) საჭიროა დალაგდეს მინიმუმ 7-10 დღე მონტაჟის დაწყებამდე. რამეთუ შენობაში არსებული ტენიანობა და მასალის ტენიანობა გაუტოლდეს ერთმანეთს, განსაკუთრებით სავალდებულოა  ზამთრის პერიოდში. ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ იმ დროისთვის სანამ დაამონტაჟებთ მასალას, შენობაში უნდა იყოს ზუსტად ის ტენიანობა და ტემპერატურული რეჟიმი რომელიც იქნება მუდმივად, ანუ უნდა იყოს ფანჯრები ჩასმული, გათბობის სისტემა მუშაობდეს ჩვეულებრივ რეჟიმში და სხვა. ლარიქსის (ლისტვენნიცა) მასალის 100%-ით გამომშრალ შენობაში გამოყენება დაუშვებელია ! ნორმალური პირობა ექსპლუატაციისთვის დასაშვებია 50%-80% ტენიანობის მქონე შენობაში. ასევე დასაშვებია ლარიქსის (ლისტვენნიცა) მასალის გამოყენება სხვადასხვა პირობებში როგორიცაა აბაზანების საუნების და სხვა ექსტრემალურ პირობებში.

შენახვის წესი:

ხის სარემონტო მასალა ინახება მშრალ ადგილას თავისი შეფუთვით, მზისგან და გამათბობელი მოწყობილობიდან შორს. დასაწყობდეს 3-4 ფიცარზე (გამომდინარე სიგრძიდან) რომლის სისქეც იქნება მინიმუმ 10 სმ და გამყოფი ფიცრები ყოველ 2 რიგში ერთხელ რომლის სისქეც იქნება 2-3 სმ.

დამუშავება, ფერის შეცვლა, დამცავი.

ლარიქსის (ლისტვენნიცა) ზედაპირის დამუშავება, შიდა მოსაპირკეთებელ მასალაზე რეკომენდირებულია Altax-ის წყლის ბაზაზე ლაქი ან ზეთი. გარე მოხმარებისთვის სპეციალური Altax-ის ზეთი UV -ს (ულტრაიისფერი) დაცვით. წყლის ან ვაიდ-სპირიდის ბაზაზე. დამუშავების ეტაპები: ორივე მხრიდან მონტაჟამდე და მონტაჟის შემდეგ ფასადი მხარე მეორე პირი.  ყველანაირი პანელი და იატაკის ფიცარი უნდა დამუშავდეს ფასადის მხარე მონტაჟამდე და მონტაჟის შემდეგ მეორე პირი.