ჩვენს შესახებ

შ.პ.ს. “ESS” – eco wood ქართული კომპანიაა რომელიც აწარმოებს ნატურალური ხის მასალების და ხის დასამუშავებელი ლაქ-საღებავების იმპორტს საქართველოში, ექსკლუზიური უფლებით პირდაპირ მწარმოებლებისგან.

კომპანია, მისი პარტნიორი ფირმების საშუალებით, გთავაზობთ ფართო არჩევანს რუსული წარმოების ნატურალური, ეკოლოგიურად სუფთა ხის მასალებს თქვენი სახლის, ბინის აგარაკის რემონტისთვის.

კომპანია, ოფიციალური წარმომადგენელია, პოლონური წარმოების ALTAX -ის ბრენდის საქართველოში, რომელიც აწარმოებს ხის დასამუშავებელ საშუალებებს ევროპის ბაზრისთვის.

შ.პ.ს. “ESS” – ECO WOOD ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში ექსკლუზიური უფლებით შემდეგი კომპანიების:

Untitled-4

 

 

logo angaraforest

 

 

logo__гвоздек

 

 

 

ექსკლუზივი დაცულია და გამყარებულია იურიდიულად.

 

ჩვენი მთავარი მიმართულებაა მომხმარებლებს შევთავაზოთ ფართო არჩევანი, ხელმისაწვდომი ფასები, ხარისხი და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია.

ჩვენი შემოთავაზებული დაპროფირებული და შეწებებული პროდუქცია დამუშავებულია ყველა ნორმის დაცვით. გამომშრალია გერმანული წარმოების თანამედროვე საშრობში და საბოლოო სახე მიცემული აქვს ასევე გერმნული წარმოების WINING-ის დანადგარებზე. პროდუქციის ტენიანობა არ აღემატება 12%. პროდუქციის დასამზადებლად გამოყენებულია სამი ჯიშის ხე-ტყის მასალა: ციმბირული ლარიქსი (ლისტვინიცა), არხანგელსკის ფიჭვი და ნაძვი. ჩრდილოეთ რუსეთის ხე-ტყის მასალა საუკეთესოა დასამუშავებლად და მიიღება მკვრივი უნიკალური სტრუქტურის მქონე ნაწარმი, როგორიცაა (აბშივკა (ხის პანელი), იატაკის ფიცარი, ბლოკჰაუსი, ტერასის იატაკი (ბასეინის გარშემო), ავეჯის ასაწყობი მასალა (დაფა), პარკეტი და .ა.შ) რომელთაც გააჩნიათ ექსპლუატაციის ხანგრძლივი ვადა და სასიამოვნო ინტერიერი.

ლარიქსი იგივე “ლისტვენიცა”, კერძოდ ციმბირული ლისტვენიცა გამოირჩევა ყველა სხვა მასალისგან თავის თვისებებით და უმაღლესი ხარისხით. მას ადარებენ მუხას. მაგალითად: მუხის სიმყარეა 110 ხოლო, სისტვინიცის 109 (ბრინნელის შკალით) ციმბირული ლისტვენნიცითაა აშენებული ძველი სანქტ-პეტერბურგი და ვენეცია იტალიაში. რატომ მაინცდა მაინც ლისტვინიცა? ის უძლებს ნესტს, წყალს, თოვლს, ყინვას, მზეს… ინარჩუნებს თავის პირველად სახეს და სიმყარეს.

მწარმოებელი კომპანია “гвозdeck” -ს დახმარებით საშუალება გვეძლევა, გავიმარტივოთ არჩეული პროდუქტის მონტჟი. შესაბამისი მონტაჟისთვის განკუთვნილი სამაგრები გამოცდილია და იმსახურებს დიდ პოპულარობასა და მოთხოვნილებას.

ასევე გთავაზობთ  ALTAX -ის ბრენდით წარმოებულ, მაღალი ხარისხის ხის დასამუშავებელ ლაქ-საღებავებს რომელიც იწარმოება პოლონეთში ევროპის ბაზრისთვის. პროდუქტის წარმოებისას დაცულია და აკმაყოფილებს ყველა იმ სტანდართებს და ნორმებს რომელსაც მოითხოვს ევროკავშირის ქვეყნები, სადაც გათვალისწინებულია პროდუქტის ხარისხი, და რაც მთავარია მიიღება ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, რომელიც სერთიფიცირებულია და არ შეიცავს მავნე ნივთიერებებს.

ISO 9001 CERTYFIKAT PLISO 9001 CERTYFIKAT ENISO 9001 CERTYFIKAT

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

რა არის  ALTAX?

კომპანია Altax  დაარსდა 1988 წ. ქ. პოზნანში, პოლონეთი

გასული წლების განმავლობაში კომპანია სპეციალიზირდება,ხის დამცავი და დეკორატიული საშუალებების .

2009 წლიდან სასაქოლო ნიშანი Altax ეკუთვნის კორპორაცია Sherwin-Williams-ს. თანამედროვე კომპანიას უკვე თავისი ადგილი უკავია ევროპის კორპორაციის ჯგუფში, სადაც შედიან კომპანიები Ronseal, Purdy, Geocel.

რა არის კორპორაცია Sherwin-Williams-ს?

 კომპანია დაარსდა 1866 წ. მთავარი ოფისი ა.შ.შ.-ში, კლივლენდი , ოჰაიო. 38,000 თანამშრომელი. ბრუნვა 11,34 მილიარდი USD