ხის ჯიშების შესახებ

sasargeblo-3ლარიქსი (ლისტვენნიცა) – წიწვოვანი მცენარეა. იგი ცოცხლობს დაალოებით 600 წელი და აღწევს სიმაღლეში 45 მეტრს. ეს წიწვოვანთა ოჯახის ერთადერთი გვარია, რომელსაც ზამთრობით სცვივა წიწვი, როგორც ფოთოლი (რუსულ სახელში ლისტვინიცა ეს მოვლენაა ასახული). მერქანი მყარია, მძიმე და ძალზე ხანმედეგი. რადგან იგი არ ექვემდებარება ტენიანობას, არც ლპება. წყლის ხანგრძლივი ზემოქმედება იწვევს მისი სიმყარის შესამჩნევ მატებას. მისი ხანმედეგობის და სიმტკიცის დასტურად გამოდგება ხიმინჯები (საყრდენი სვეტები), რომელზედაც დგას ძველი ვენეცია იტალიაში. პეტერბურგის ჭაობიან გრუნტზე, ისააკის ტაძრის დასადგმელად, სწორედ ლარიქსის (ლისტვენნიცა) ხიმინჯების გამოყენება გადაწყვიტა მისმა შემქმნელმა მონფერანმა.
ისტორიული ცნობა: ვენეციის მშენებლობის დროს სხვადასხვაგვარი ნაგებობის საძირკველის გასამყარებლად ჩაჭედებულ იქნა 400 ათასი ლარიქსი (ლისტვენნიცა) ხიმინჯი (სვეტი). 1000-1400 წლის შემდეგ, 1827 წელს გამოკვლევისას აღმოჩნდა, რომ ხიმინჯები (სვეტები), რომელსაც ეყრდნობა ქალაქის წყალქვეშა ნაწილი, თითქოს გაქვავდა. ლარიქსის (ლისტვენნიცა) მერქანი არ ლურჯდება, რადგან გააჩნია ვიწრო ცილა(1-2სმ), და მორის დამუშავებისას პრაქტიკულად მთლიანად შორდება. ლარიქსი (ლისტვენნიცა) – ბუნებრივი ანტისეპტიკური მასალაა. ფისის განსაკუთრებული თვისებების გამო, რომლითაც მისი მერქანი მთლიანადაა გაჟღენთილი, არ განიცდის მერქნის მჭამელი ჭიების თავდასხმას. ეს კი საშუალებას იძლევა ყოველგვარი დამატებითი ქიმიური დამუშავების გარეშე მისი გამოყენებას.

sasargeblo-1                                                                   sasargeblo-2

 

ლარიქსის (ლისტვენნიცა) მერქანი თავისი სიმყარით შესაძლოა შევადაროთ მუხის მერქანს. ბრინელის შკალის მიხედვით ლარიქსის (ლისტვენნიცა) სიმყარე არის 109 ერთეული, ხოლო მუხის 110 ერთ. ლარიქსის (ლისტვენნიცა) ბუნებრივი ცეცხლმედეგობა დაახლოებით ორჯერ აღემატება ფიჭვისას. მერქანი ძალიან ლამაზია, დაჰკრავს წითური ელფერი. წრიული რგოლები მკვეთრადაა გამოხატული, კარგად ჩანს მერქნის ყველა განივ-კვეთაზე და გარანდულ ზედაპირს აძლევს ლამაზ სტრუქტურას.
ექსპლუატაციის მთელი დროის მანძილზე ლარიქსის (ლისტვენნიცა) მერქნისგან ორთქლდება ფიტონციდები (ჰაერის ბუნებრივი დეზინფექტები), რომლებიც ადამიანის სასუნთქ გზებში მოხვედრისას თავიდან გვაცილებს ვირუსულ დაავადებებს, დადებითად მოქმედებს გულსისხლძარღვთა და ნერვულ სისტემებზე, ეხმარება ორგანიზმს დაბერების პროცესებთან და სხვადასხვა დაავადებებთან ბრძოლაში, იწვევს ჟანგვა-აღდგენითი პროცესების ნორმალიზებას, მხედველობის სიმახვილის მატებას. ხის სახლში იკლებს შაკიკის, სისხლძარღვთა სპაზმთან დაკავშირებული ნევროზებით დაავადება.

ანგარის ფიჭვი (ირკუცკის რეგიონი) საოცრად მაგარი ხეა, რომელიც ცნობილია განსაკუთრებით თანაბარი და მკვრივი სტრუქტურით, მაღალი ჰაერგაუმტარებლობით, პრაქტიკულად არ ლპება და არაჩვეულებრივად ექვემდებარება დამუშავებას. ეს თვისებები ხდის მას საუკეთესო საშენ მასალად ხის სახლების, აგარაკების, კოტეჯების, რესტორნების მშენებლობისას. განმასხვავებელ ნიშან-თვისებას წარმოადგენს მისი უდიდესი სიმკვრივე.
მერქნის ხარისხი დამოკიდებულია მისი წარმომავლობის ადგილმდებარეობაზე. არქტიკული ფართობების მკაცრმა კლიმატმა განაპირობა არხანგელსკური ფიჭვის უნიკალურობა. მოკლე ვეგეტაციური პერიოდის გამო მერქანი ხასიათდება წლიური რგოლების ახლო-ახლო განლაგებით და ესე იგი ხის ძელი უფრო მეტად ხეშეში და მკვრივია, ნაკლებად სკდება და ავადდება სოკოთი. არხანგელსკური ფიჭვის ვიწრო წლიური რგოლები განიყოფიან ფისის ფენის გაზრდილი პლასტით. ეს მერქანს ხდის ვიწროფენოვანს და არაჩვეულებრივად მტკიცეს, დასამუშავებლად იოლს. ზუსტად ამის გამო იზრდება მერქნის გამოყენების ვადები და ეძლევა საუკეთესო საექსპლუატაციო მახასიათებლები. არხანგელსკური ფიჭვის მერქნის უფრო მეტი სიმკვრივის გამო მისი შიდა კაპილარები მეტად წვრილია, ვიდრე მერქნის ზომიერი სარტყლის ზონიდან. წვრილი კაპილარები ართულებენ ტენის შეღწევადობას მერქნის ბოჭკოებში. მერქანი ჰიგროსკოპულია.
საშუალო ზოლში გაზრდილ ფიჭვს გააჩნია უფრო ფართო რგოლები მეტად თბილი და გრძელი ზაფხულის გამო. კავკასიური ფიჭვის განიერი წლიური რგოლები განაპირობებს მის სიფხვიერეს და შესაბამისად მერქანს გააჩნია სიმტკიცისა და ტენმედეგობის გაცილებით დაბალი მაჩვენებლები.

ნაძვი Picea Link(ლათ.) – მოხდენილი (წერწეტი) მარადმწვანე წიწვოვანი ხე, სიმაღლეში აღწევს 30-40 მეტრს. მიეკუთვნება ფიჭვისებრთა ოჯახს (Pinaceae). ძირითადად იზრდება ევროპასა და აზიაში, ასევე ჩრდილოეთ ამერიკაში. მერქანი უმეტესად მოყვითალო-თეთრია. განარჩევენ დაახლოებით 50-მდე ნაძვის სახესხვაობას. მეტად გავრცელებულია ჩვეულებრივი ანუ ევროპული ნაძვი (ევროპა, ურალი ციმბირი). ასევე გავრცელებულია კავკასიური, ციმბირული და თეთრი ნაძვი. საშუალოდ ეს ხე იზრდება 200 წელი.
ნაძვის მერქანი ადვილად მუშავდება, იხვეწება და კარგად იჭერს ლურსმანს და შურუპს. გამოიყენება მშენებლობის სრულიად განსხვავებულ სფეროებში. ჩვეულებრივ ნაძვს გააჩნია უამრავი საუკეთესო თვისება. მკაცრ რუსულ სივრცეში გაზრდილი ნაძვი ყინვაგამძლეა და ჩრდილის ამტანი. საუკეთესოაშენობის ფასადების გასაწყობად. ამის გარდა ნაძვს ხშირად იყენებენ ინტერიერის სხვადასხვა საგნის, ბაღის და ტერასის, ავეჯის დასამზადებლად. ნაძვისგან დამზადებული საგნები არაჩვეულებრივად ჩაეწერებიან თქვენი სახლის ინტერიერში და გულს გაგიხარებენ საუკეთესო გარეგნული იერსახით. გარდა ამისა ნაძვი საუკეთესოდ გარმონირებს ფიჭვთან, სოჭთან და ნეკერჩხალთან. ნაძვი ცუდად იტანს წყალს და ამიტომ სასურველია ნაძვისგან დამზადებული ვაგონურას გამოყენება შენობის შიდა მოპირკეთებისთვის.
ნაძვის მერქანი რბილია, მსუბუქი და სამწუხაროდ არც თუ გამძლე. გამოსადეგია მშენებლობაში, ბაღის დეტალების და ავეჯის დასამზადებლად.
ნაძვი ასევე გამოიყენება მუსიკალური ინსტრუმენტების დასამზადებლად. ეს იმიტომ რომ ნაძვის მერქანში ბოჭკოები განაწილებულია საოცრად თანაბარზომიერად. ცნობილი იტალიელი ოსტატების მიერ შექმნილი ბევრი ვიოლინო, დამზადებულია ნაძვის მერქნისგან.